დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016466 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №52 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge,26/12/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016457) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1992-1993 და 1998 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დახმარებას 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 600 (ექვსასი) ლარი; “. 2. დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარება და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები