„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017083
23-9
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
010250050.35.101.017083
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-9

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახური;

უ) სანებართვო-ანალიტიკური სამსახური.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი;

გ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

დ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;

ე) სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ვ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება  სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;

ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტებისა და ზემოაღნიშნული მუხლებით, აგრეთვე 134​1 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 134​1-135​​​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა, ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაგზავნა;

კ) სააგენტოს სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის მიერ დაარქივებული და მოწოდებული ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის გაცემის უზრუნველყოფა;

ლ) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის მიწოდება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;

ბ) მე-9 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება;“;

გ) მე-10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;

დ) მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135​3 მუხლის მე-2 ნაწილით და 135​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა“;

ე) მე-10 პუნქტს, „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება;“;

ვ) მე-15 პუნქტს, „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) სააგენტოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დაჯარიმებული ან/და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა სააგენტოს ცხელი ხაზის -1398 მეშვეობით;

2) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება;“;

ზ) მე-17 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს  „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები;

თ) მე-18 პუნქტს, „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება;“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

19. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე, ან ამ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგებაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან სააგენტოს მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევისას კონტროლის გაწევა - მათ შორის: ობიექტი შემოფარგლულია თუ არა დამცავი ღობით და ქვეითთა მოძრაობის ადგილებში შემოღობვა გადახურულია თუ არა დამცავი საფარით; განთავსებულია თუ არა შესაბამისი (შუქამრეკლი) საგზაო ნიშნები ან/და დატანილია დროებითი ჰორიზონტალური მონიშვნები; აკონტროლებს თუ არა საავტომობილო საშუალებების მოძრაობას სპეციალურად გამოყოფილი პერსონალი (მედროშე) იმ პირობით, თუ ეს სქემით არის განსაზღვრული; ღამის პერიოდში მუშაობს თუ არა მაშუქი ციმციმა; ბეტონის მიწოდებისათვის მიქსერ(ებ)ის ან/და ბეტონდამჭირხნ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში დაცულია თუ არა მათი განლაგებისას სქემა და ა.შ.;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ სააგენტოს წერილობითი მითითების შეუსრულებლობაზე კონტროლის გაწევა;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134​1 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

დ) დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის სამართალდამღვევ პირთან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნა, თუ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ორჯერ ჩაუბარებლობისას საჯარიმო ქვითრის დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge;

ვ) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის მიწოდება, თუ მოქმედი სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) სანებართვო-ანალიტიკური სამსახურისთვის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება;

თ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

20. სანებართვო-ანალიტიკური სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა ფინანსურისა) საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge-ს მეშვეობით;

გ) „A“ კატეგორიის უვადო ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალებიდან არაუმეტეს 1 წლის (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა) განმავლობაში, მემკვიდრის მიერ სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში მისი განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მემკვიდრისთვის უვადო ნებართვის გააქტიურების მიზნით;

დ) ელექტრონულ მისამართზე www.taxi.tbilisi.gov.ge არსებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის, ცნობის  და სხვა დოკუმენტაციის (გარდა ფინანსური ნაწილისა) გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ნებართვის მაძიებლის ან ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მათთან შეხვედრების უზრუნველყოფა;

ვ) სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) უწყებრივი სანებართვო რეესტრიდან მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და „B” კატეგორიის ნებართვის მფლობელის სურვილის შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე, შესაბამის ნებართვაში ცვლილების შეტანა, თუ მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეცვლის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს);

თ) სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols);

ი) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს ელექტრონული ფორმით (მათ შორის როდესაც სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა);

კ) სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელონ შემოწმება; ამასთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა;

ლ) დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობის შეუსრულებლობისას დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ იგივე სანებართვო პირობა კვლავ არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული სამმაგი ჯარიმის კვლავ გასამმაგება და ნებართვის მფლობელისთვის დარღვეული სანებართვო პირობის გამოსასწორებლად ამ წესით დადგენილი ვადის ისევ განსაზღვრა. გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, თუ ნებართვის მფლობელის მიერ ისევ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილების მიღება, ხოლო დაკისრებული ნებართვის გაცემის ფასის ამოღება და ჯარიმის ან/და საურავის აღსრულება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 134​1-135​​​​​​5  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

ნ) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის მიწოდება, თუ მოქმედი სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა;

პ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა;

ჟ) უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას განბლოკვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განბლოკვა ან შესაბამისი დოკუმენტის მომზადება განბლოკვაზე უფლებამოსილი პირისთვის გადაგზავნის მიზნით;

რ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ერთიანი ანალიზის მომზადება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში სამსახურის უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე