დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 82 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017670 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:
1. 81-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 444 და 912 მუხლებით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1537, 1538, 15310–15312, 1541, 1542, 1551–1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 1571–1574, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 16510 და 16511 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილით, 1715, 17417, 1764, 1765, 17714, 17715, 178-ე, 1793, 195-ე მუხლებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. 5. საგადასახადო ორგანო (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 და 4211 მუხლებით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 16510 და 16511 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 1764, 1765, 17714, 17715, 1793, 195-ე მუხლებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.“; გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1537, 1538 და 15310–15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 1764, 1765, 17714, 17715 და 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას. სამართალდამრღვევს, ასევე ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 51 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ უფლებამოსილი თანამდებობის პირის დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“. 2. 82-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 და 1538, 15310 – 15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 1764, 1765 და 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის მე-2 ნაწილით და 17714 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით/საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://rama.moh.gov.ge/) გამოქვეყნების დღის 24:00 საათიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა თუ არა ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე.“; ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ. ხოლო, როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (თუ სამართალდამრღვევი გადასახადის გადამხდელია) და ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოქმი განმეორებით იგზავნება მისი შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ოქმი საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;“. 3. დანართი №31 და დანართი №311 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31) და სააღსრულებო ფურცელი (დანართი №311) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2023 წლის 1 მაისამდე. |
მუხლი 3 |
საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, 2023 წლის 1 მაისამდე გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31) და სააღსრულებო ფურცელი (დანართი №311). |
მუხლი 4 |
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 5 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები