„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017040
18/ნ
04/04/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
470230000.22.035.017040
„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 20.02.2009წ., 470.230.000.22.035.012.810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) მე-6 მუხლს :

1. 19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 110 პუნქტი:

,,110. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.“.

2.  მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)  ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 11, 13, 14, 15, 16, 18,  19 და 110 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).

3.  87 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 პუნქტი:

,,88. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

4. 93 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 94 პუნქტი:

,,94. ამ მუხლის 88  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე)  კალენდარულ დღეთა რიცხვზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი