მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016008
13
07/03/2023
ვებგვერდი, 16/03/2023
000000000.00.159.016008
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №13

2023 წლის 7 მარტი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 07 მარტის სხდომის №02 ოქმის მე-7 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 01 მარტის N32-3223060177 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 27 თებერვლის №07-3223058314 მოხსენებითი ბარათისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 თებერვლის №35371 წერილის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა;

1. დამტკიცდეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდებამდე არაბული ციფრების გამოყენებით ქუჩების სახელდება დანართის შესაბამისად.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   ამირან გიორგაძე