“ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

“ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 11/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/02/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 05/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.328
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11/2004
02/02/2004
სსმ, 12, 05/02/2004
010.190.020.13.007.006.328
“ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2004 - 12/02/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.328

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11/2004

2004 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

ჭიათურის №56 და თიანეთის №19 საარჩევნო ოლქებში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ "ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ჭიათურის №56 და თიანეთის №19 საარჩევნო ოლქებში განისაზღვროს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 6 თებერვლისა საარჩევნო უბნების შექმნა, მათი საზღვრებისა და ნომრების დადგენა;

ბ) 7 თებერვლისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, საარჩევნო უბნების შექმნის, მათი საზღვრებისა და ნორმების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნება.

გ) 8 თებერვლისა საარჩევნო უბანში შემავალი შენობა-ნაგებობების ნუსხისა და მისამართების დაზუსტება;

დ) 9 თებერვლისა საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების გამოქვეყნება.

მუხლი 2. ჭიათურის №56 საარჩევნო ოლქში არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 12 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;

ბ) 13 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებისა და საბუთების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის;

გ) 14 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მათ მიერ წარდგენილ საბუთებში შეუსაბამობებზე წერილობით მითითება;

დ) 15 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;

ე) 16 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი შესწორებული საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტაციის საკითხის გადაწყვეტა.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი