„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017056
16
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
280120000.22.026.017056
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 581 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ დანამატი:

ა) 7500 ლარის ოდენობით – ორწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 10000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №1) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

გ) 20000 ლარის ოდენობით:

გ.ა) „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;  

გ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №2) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.

2. ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს  მიეცემათ დანამატი:

ა) 12500 ლარის ოდენობით:

ა.ა) „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 აპრილის №303 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №3) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.გ) „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის“ ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის №389 და „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.დ) „უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩასარიცხ პირებთან  გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №358 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ა.ე) „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ) 25000 ლარის ოდენობით:

ბ.ა) „ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 16 მარტის №205 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ;

ბ.ბ) „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტების ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის №121 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის (დანართი №4) სრული ვადის ამოწურვის შემდეგ.“.

2. 58მუხლის:

) პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს ამ ბრძანების 581 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა.ა) დანამატი 3750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ა.ბ) დანამატი 7500 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 6250 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

ბ.ბ) დანამატი 10000 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.გ) დანამატი 20000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) მე-2 პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

დ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;  და

დ.ბ) დანამატი 12500 ლარი –  ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ე) მე-2 პუნქტის „ა.გ“–„ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ე.ა) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, დანამატი 7500 ლარი –2022 წლის 1 აპრილიდან, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ე.გ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ვ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ვ.ა) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე  ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ვ.ბ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.      

2. რიგითების, კაპრალების, სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე შეუწყდა:

ა) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი 8750 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი 10000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი 20000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტი, რომელიც  ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას,  რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 17500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 20000 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 40000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

3. ოფიცერს, თუ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების გამო შეუწყდა:

ა) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

ა.ა) დანამატი წლიური 1500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან იმ თარიღამდე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული კონტრაქტი, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის პროპორციულად; და

ა.ბ) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღიდან ამ მუხლის ძალაში შესვლის დღემდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ა.გ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

ბ) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მიეცემა:

ბ.ა) დანამატი 7500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან პირველი 5 წლის პერიოდზე, ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.ბ) დანამატი 12500 ლარი – 2022 წლის 1 აპრილიდან, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ პერიოდზე, ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ.გ) დანამატი 25000 ლარი – ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

გ) ამ ბრძანების 58​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე კონტრაქტი, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემა:

გ.ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით, 2022 წლის 1 აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

გ.ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით, ამ მუხლის ძალაში შესვლის დღიდან კონტრაქტის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად;

დ) ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებამდე გაფორმებული კონტრაქტი, მიეცემა დანამატი, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭებიდან რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის პერიოდისათვის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაანგარიშებით.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც 2022 წლის პირველ აპრილამდე გაფორმებული აქვს „შეთანხმების ოქმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი (დანართი №1), ამ შეთანხმების ოქმით განსაზღვრული სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მიეცემა:

ა) დანამატი წლიური 2500 ლარის გაანგარიშებით – 2022 წლის პირველი აპრილიდან ამ მუხლის ძალაში შესვლამდე ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად; და

ბ) დანამატი წლიური 5000 ლარის გაანგარიშებით – ამ მუხლის ძალაში დღიდან აღნიშნული შეთანხმების ოქმით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დარჩენილი პერიოდის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე