დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XI-B დანართის განახლების თაობაზე საქართველო-ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის 2023 წლის 6 მარტის N1/2023 გადაწყვეტილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200/42-SPS-1/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016715 |
საქართველო-ევროკავშირის სანიტარიული
და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილება 2023 წლის 6 მარტი ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის განახლების თაობაზე |
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი
ითვალისწინებს რა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, კერძოდ კი 55-ე და 65-ე მუხლებს, იმის გათვალისწინებით, რომ: (1) ასოცირების შესახებ შეთანხმების, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის[1] (შეთანხმება) ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან. (2) შეთანხმების 55(1) მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს მისი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმების XI-B დანართში. (3) შეთანხმების 65-ე მუხლით დაფუძნდა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი (SPS ქვეკომიტეტი), რომელმაც უნდა განიხილოს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შეთანხმების კარი IV-ის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-4 თავთან (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები), მათ შორის მისი დანერგვა და, ასევე, შეუძლია გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს შეთანხმების დანართ XI-B-ში. (4) ევროკავშირი-საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის [2] №1/2017 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შეთანხმების XI-B დანართში ჩამოთვლილი კავშირის რიგი სამართლებრივი აქტები გააუქმდა და ზოგი გაუქმებული სამართლებრივი აქტი ჩანაცვლდა ახალი აქტით, ხოლო სხვა აქტებმა ამოწურა მათი სამართლებრივი მოქმედება. ამასთან, მხარეები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე აქტი არ არის რელევანტური საქართველოსთვის იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე. (5) ამდენად, აუცილებელია შეთანხმების XI-B დანართის განახლება იმ მიზნით, რომ მასში აისახოს ცვლილებები კავშირის acquis შესაბამისად და მოხდეს მათი ჩანაცვლება. ასევე, მიზანშეწონილია საქართველოს განესაზღვროს ვადა შიდა კანონმდებლობაში ახალი სამართლებრივი აქტების დასაახლოვებლად . შესაბამისად, მასში უნდა მიეთითოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების ხელშეკრულების XI-B დანართში ჩამოთვლილ კავშირის სამართლებრივი აქტებთან დაახლოების ახალი ვადები. (6) მიზანშეწონილია, SPS ქვეკომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება და განაახლოს შეთანხმების XI-B დანართი, სადაც გათვალისწინებული იქნება ამ გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული სია,
[1] OJ L 261, 30.08.2014, გვ. 4 . [2] ევროკავშირი-საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის 2017 წლის 7 მარტის №1/2017 გადაწყვეტილება ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის განახლების თაობაზე [2017/683] OJ L 98, 11.4.2017, გვ. 22.
|
მიიღო გადაწყვეტილება:
მუხლი 1 ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შორის XI-B დანართი განახლდეს ამ გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამტკიცების დღეს. შესრულებულია ქ. თბილისში, 6 მარტი 2023 წელი. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის სახელით თანათავმჯდომარეები:
ნინო თანდილაშვილი კოენ ვან დუკ მდივნები: ლაშა ინაური იან ბლოემენდალი
„დანართი ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის განახლება ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართი განახლდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
დანართი XI-B
ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალი, რომელსაც საქართველომ უნდა დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ამ შეთანხმების 55 (1) მუხლის შესაბამისად, საქართველომ უნდა დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის შემდეგ კანონმდებლობას ქვემოთ განსაზღვრულ ვადებში.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები