„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023936
99
13/03/2023
ვებგვერდი, 13/03/2023
010240030.10.003.023936
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2016, 010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკა; სივრცის დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; მკაცრი აღრიცხვის ფორმები; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; სადაზღვევო სექტორის განვითარება და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, ენერგოსისტემის უსაფრთხოებისთვის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ფინანსური რესურსებისა და ალტერნატიული დანაზოგების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდისათვის,  საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმა და სადაზღვევო სექტორის განვითარება;“.

2. მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი;“.

3. მე-7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა  და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი − ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა; საპენსიო რეფორმის ეფექტიანი დაგეგმვისა და შედეგიანად განხორციელების უზრუნველყოფა; საფინანსო ბაზრის ამოქმედების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სრულყოფა; ამ სფეროში წამოჭრილ პრობლემებზე/შესაძლებლობებზე ეფექტიანი ფორმით რეაგირება; საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიისა და საპენსიო რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავება მოკლე, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის; საქართველოს კაპიტალის ბაზრის პრობლემების, განვითარებაში ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა; რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, კაპიტალის ბაზრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით; საქართველოს საპენსიო სისტემისა და კაპიტალის  ბაზრის საფრთხეების ანალიზი, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაცნობა, კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; კაპიტალის ბაზრის პრობლემების მოგვარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების დაგეგმვა, განხორციელების პროცესების მართვა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასა და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა; კაპიტალის ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციები, ცვლილებების ინიციატივების დამუშავება; კაპიტალის ბაზრისა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივების შესაბამის ორგანოებში წარდგენის, არგუმენტირების, ცვლილებების გატანის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების დამუშავებისას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა; სადაზღვევო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სადაზღვევო სექტორის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში მონაწილეობა, სადაზღვევო სექტორის პრობლემებისა და განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, სადაზღვევო სექტორის ანალიზი და სექტორის მონაწილეებსა და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან კოორდინაცია, შეხვედრების ორგანიზება, პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი