,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016514
12
10/03/2023
ვებგვერდი, 14/03/2023
190020020.35.104.016514
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2023 წლის 10 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 190020020.35.104.016500) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15  მუხლის „ბ“ პუნქტის, „ბ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.მ“სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

 

სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა

 

დაფინანსება
 ათას ლარში

06 02 13

           105.0

ქვეპროგარმის განმახორციელებელი სამსახური

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური

 

 

 

პროგრამის აღწერა და მიზანი

 

,,მუხლი 19. სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა

1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან არ გააჩნია საცხოვრისი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას, 35 000(ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, "ერთი ოთახის" მოწყობას, 10 000(ათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;

ბ) ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (თუ სოციალური სააგენტოს  მიერ მინიჭებული ქულა არ აღემატება 70001-ს).  ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზიდან
(არანაკლებ 2023 წლის 1 იანვრიდან);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე;

ე) ცნობა საჯარო რეესტრიდან  განმცხადებლის  და მის ოჯახის წევრებზე  სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ვ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV -100/ა (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია) ან/და ფორმა N 50/2(თუ, ოჯახის წევრი  ან წევრები არიან ოკოლოგიური დაავადების მქონე);

ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტიზო შემოწმების  აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები);

თ) მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი  ან ქვრივი მარტო მეურვეობს  მცირეწლოვან შვილ(ებ)ზე);

ი) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ ხანდაზმულები ახორციელებენ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ);

კ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

3. ბენეფიციარი ვალდებულია  ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა დოკუმენტი წარადგინოს მერის წარმომადგენელთან ადმინისტრაციული ერთეულში, ხოლო ამავე პუნქტის ვ-ი ქვეპუნქტებში მითითებულ დოკუმეტების წარმოდგენის ვალდებულება ენიჭება ბენეფიციარს, ასეთის არსებობის შემთხევავაში.

4. ბენეფიციარის ინდივიდუალური საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე, ან მისთვის „ერთი ოთახის“ მოწყობის შესახებ თანხის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს -  „სოციალური კომისია“.

5. კომისია, გადაწყვეტილების მიღების ნაწილში ხელმძღვანელობს ქულების მინიჭების პრინციპით. ქულები ბენეფიციარს მიენიჭება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) 57001 სოციალურ ქულაზე ნაკლები                        -                         0.5 ქულა

ბ) ოჯახის 3 და მეტი არასრუწლოვანი წევრი,

    (პლიუს 1 ქულა ყველა დამატებითზე)                               -                 1 ქულა

გ)  მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრები             

მუდმივად მწოლიარე (ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა)-                    0,5 ქულა                                                                       

დ) ოჯახის წევრები არიან შშმ პირები

 (მნიშვნელოვნად გამოხატული)                                                      -        1 ქულა

ე) ოჯახის წევრები არიან შშმ პირები

 (ზომიერად გამოხატული)              -                                                       0.5 ქულა

ვ) მარტოხელა მშობელი რომელიც ზრუნავს

მცირეწლოვან შვილებზე       -                                                                    1 ქულა

ზ) ხანდაზმულები რომლებიც ახორციელებენ მეურვეობას ან

  მზრუნველობენ არასრუწლოვან  ბავშვებზე      -                                  1.5 ქულა

თ) ოჯახი, რომელიც შედგება  საპენსიო

     ასაკის წევრებისაგან                             -                                                1 ქულა

ი) ოჯახის შემადგენლობა შვიდი ან მეტი      -                                       1.5 ქულა

6. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ბენეფიციარზე, რომელთა ქულათა ჯამი აღემატება სხვა ბენეფიციართა მიერ მინიჭებულ ქულათა საერთო რაოდენობას. იმ შემთხევვაში, თუ ქულათა ჯამური რაოდენობა თანაბარია გამარჯვებული გამოვლინდება კენჭისყრით.       

7. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მაისი.

8. ,,სოციალური კომისიის“ მიერ, გადაწყვეტილებები მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა.“.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ბენეფიციართათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია