დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 97 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.023930 |
|
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:
1. მე-3 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) − სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული, რომელიც არის ორდონიანი, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონე და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონე;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გარე დაკვირვება – პროცესი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად;“; დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) შიდა შეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;“; ე) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; შ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა − უფროსი, წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელიც მოიცავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდასა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში და რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;“; ზ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „ც“ ქვეპუნქტი: „ც) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა − მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი.“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს: ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას; ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.“; ე) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ უფროს ან წამყვან მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. 2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად: ა) უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: ა.ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას; ა.ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას; ბ) წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: ბ.ა) პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტის დაგროვებას; ბ.ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. 5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.“; დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 8. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.“; ე) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის მიერ, წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში აფასებს მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას (პორტფოლიოს).“. 5. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით, სასწავლო გარემოსთან, სასწავლო პროცესსა და სწავლებასთან მიმართებით, აფასებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს. 22. სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.“. 6. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია: ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი; ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებელი; გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი; დ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.“. 7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა ამ სქემის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.“. 8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი 1. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს. 2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირს.“. 9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; გ) უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.“. 10. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი; ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).“. 11. 21-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: „მუხლი 211. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).“. 12. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 − 15 პუნქტები: „11. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს: ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას; ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას. 12. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. 13. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. 14. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით. 15. ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სქემის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც დასაქმებულია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე წარდგენილი პირი. 3. სქემის 21-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირისთვის წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“. 13. 23-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის 231 და 232 მუხლები: „მუხლი 231. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება 1. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად: ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: ა.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას; ა.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას; ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: ბ.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას; ბ.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას. 2. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სქემის 211 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს. 3. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში. 4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) დადებითად შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 5. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით. 6. სქემის 211 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი გადალახავს მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.“. მუხლი 232. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა 1. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასებას. 2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით, შეფასებიდან ორი კვირის ვადაში, ელექტრონულად ან მატერიალურად წერილობითი ფორმით წარადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ინფორმაცია მიღებული შედეგის შესახებ სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ სისტემაში. 4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის. 6. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ მასწავლებელს, პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში. 7. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება და სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსთვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სპეციალური მასწავლებელი. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის მიღებიდან 20 დღის ვადაში, უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემას/ხელმისაწვდომობას. 4. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ სქემის მე-11-მე-13 მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილებები. 5. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 15. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება 1. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, სქემის 26-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების შესახებ ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 16. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. იმ მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 1. მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლებლობა აქვს, წარმოადგინოს იმ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებული აქტივობები, რომელშიც ასწავლის. 2. მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის. 3. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში. 4. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 17. 32-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შესახებ. 2. უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.“; ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შესახებ. 5. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა. 6. პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.“. 18. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 19. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 20. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. 2023 წლის განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 2023 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა; ბ) გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“; დ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) ადგილას, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.“. 21. 41-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი: „მუხლი 411. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლთა კარიერული წინსვლის პირობები 1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. 2. 2026 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 3. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 4. არაქართულენოვან სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ ასწავლის ეთნიკური უმცირესობის ენებს (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს), აღნიშნული ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მოცემული განცხადების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“. 22. 42-ე მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი. 4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, წამყვანი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 − მე-7 პუნქტები: „5. სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან. 6. 2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა. 7. 2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ჩაითვალოს სქემით გათვალისწინებულ უფროს სპეციალურ მასწავლებლად.“. |
მუხლი 2 |
2022 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/ სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებებზე გავრცელდეს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციები. |
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-15 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-15 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები