დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს ფინასთა სამინისტროს საბაჟო დეპარატამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 06/02/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.11.117..006.322 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.006.322
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №36
2004 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია და, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 წ., №88, მუხ. 797) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად:
ა) მონაწილეობს საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ბ) მონაწილეობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა (ლიცენზირება ან სხვა სახის სატარიფო და არასატარიფო რეგულირება) განხორციელებაში. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ ღონისძიებათა შესრულებას;
გ) შეიმუშავებს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ნებართვების (ლიცენზიების) გაცემას, შეჩერებას ან გაუქმებას
ე) ორგანიზებას უწევს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას, ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ტვირთბრუნვის გაზრდისა და მეწარმეობის სტიმულირებისათვის;
ვ) სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში შეიმუშავებს საბაჟო კონტროლის ზონების, საბაჟო ინფრასტრუქტურის და საქართველოს საბაჟო საზღვრის დაცვის ღონისძიებებს;
ზ) ახორციელებს ღონისძიებათა კომპლექსს, საბაჟო კანონმდებლობის დაცვის სრულყოფისათვის;
თ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, იღებს ზომებს მისი სრულყოფისათვის.
ი) ორგანიზებას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეულ სახეობათა საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, მედიკამენტებისა და ფსიქოტროპული საშუალებების, აგრეთვე კულტურული ფასეულობების გადაადგილების წესის დაცვას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სავალუტო კონტროლის განხორციელებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო უშიშროების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების, ბუნებრივი გარემოს დაცვის ღონისძიებებში;
მ) ახორციელებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას და აღმკვეთ ღონისძიებებს. კანონით დადგენილი წესით განიხილავს და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;
ნ) ორგანიზებას უწევს საქართველოს საგარეო ვაჭრობის საბაჟო და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოებას და მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებას. დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სამთავრობო დაწესებულებებს და სხვა ორგანიზაციებს;
ო) თვალყურს ადევნებს სასაქონლო ნომენკლატურის საერთაშორისო საფუძვლების ცვლილებებს და დამატებებს, საჭიროების შემთხვევაში, არსებული წესით შეიმუშავებს წინადადებებს, ეროვნული ეკონომიკის თავისებურებიდან გამომდინარე, სასაქონლო ნომენკლატურაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;
პ) ახორციელებს საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საინფორმაციო-განმარტებით საქმიანობას საქართველოს თუ საზღვარგარეთის საინფორმაციო საშუალებებში;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს წინასწარ გადაწყვეტილებებს საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად;
ს) მონაწილეობს საბაჟო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში, დადგენილი წესით იღებს მონაწილეობას უცხოეთის დელეგაციებთან საბაჟოს საქმის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში, წარადგენს წინადადებებს საბაჟო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციას უწევს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხოეთის საბაჟო და სხვა ორგანოებთან;
უ) სწავლობს და აანალიზებს უცხო ქვეყნების საბაჟო პოლიტიკას და საბაჟო საქმის მდგომარეობას.
ფ) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან საკადრო პოლიტიკას კადრების შერჩევასა და განაწილებაში, მონაწილეობს მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში;
ქ) ქმნის და სრულყოფს ერთიან ავტომატიზებულ საინფორმაციო სისტემებს;
ღ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარებასა და სრულყოფას;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულის საქმეებზე;
შ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო გადასახდელების, სხვა მოსაკრებლების და გადასახადების დარიცხვა-ამოღებას და შესაბამის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ აკუმულირებას;
ც) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშაოს საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;”.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საფინანსო სამმართველო;”.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” და „ნ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავმჯდომარის აპარატი
თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ამოცანაა: თავმჯდომარის თათბირების ორგანიზება და მათი სათანადო საოქმო გაფორმება, მიღებული დავალებების შესრულებაზე კონტროლი; დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების, მათ შორის, საერთაშორისო მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; დეპარტამენტში საქმის წარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; პროტოკოლის წარმოება; საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) მივლინებების ორგანიზება; საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საბაჟო წარმომადგენლობების საქმიანობების კოორდინაცია;”.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. საფინანსო სამმართველო
„საფინანსო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ორგანიზება და კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, საბაჟო მოსაკრებლების და სხვა გადასახადების დარიცხვა-ამოღებაზე და შესაბამის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ აკუმულირებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების საბიუჯეტო და სხვა შემოსავლების მობილიზაციის ყოველთვიური პროგნოზული მაჩვენებლების შესახებ წინადადებების მომზადება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; სავალუტო კონტროლის ორგანიზება;”.
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადების ორგანიზება; საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და პროტესტების განხილვა; საბაჟო პოლიტიკის განხორციელებისათვის სამართლებრივ საშუალებათა გამოყენების უზრუნველყოფა; საბაჟო დეპარტამენტისა და საბაჟო ორგანოების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას, კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და შემოწმება”.
9. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. 162 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. პირველი მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები