დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016482 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/03/2023 - 14/02/2024)
|
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნეს:
ა) შესაბამისი დასახლების მაკრო მდებარეობის ინდექსი – Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვმ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K; |
| მუხლი 2 |
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით; |
| მუხლი 3 |
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100; |
| მუხლი 4 |
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისთვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn = Img x ITL x C x K
ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს – 0,37-ს; ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს; გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით; დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით; ე) Cn = 0,37 x 1x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი). |
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარი; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4 ლარი; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 6,00 ლარი; დ) დასახლებათა შორის არეალში – 3,00 ლარი; |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.02.2022 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016450). |
| მუხლი 7 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხების და ინფრასტრუქტურის კომისიამ. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები