დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018275 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:
1. ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ერთი ნაბეჭდი ეგზემპლარი (გარეკანის გარეშე) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება;“. 2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების ამ საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელქტრონულად) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი ავტორის მიმართ, ხოლო ერთზე მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 2 ავტორის მიმართ. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების შესაბამის საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმძღვანელოს/სერიის არანაკლებ 1 ავტორის მიმართ (ატვირთული ელქტრონულად). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის, ჭადრაკისა და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები