ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93230652
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016007
გ-93. 93230652
06/03/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
000000000.00.167.016007
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-93.93230652

2023  წლის 6   მარტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის   სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:      

მუხლი 1

გადაერქვას სახელი   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ყოფილ ლერმონტოვის ქუჩას და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი  მამუკას ნოზაძის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.     

  მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი  თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ-,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“გამოსაქვეყნებლად.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია