დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017665 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში (ვებგვერდი, 110420014, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახაზინო სამსახურის უფროსის/სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დროებით არყოფნის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე/სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სახაზინო სამსახურის უფროსის გათავისუფლების/უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, სახაზინო სამსახურის უფროსის დანიშვნამდე, შესაძლებელია მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის მიერ პირს დაეკისროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ძალაშია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სახაზინო სამსახურის უფროსის დანიშვნამდე ან პირისთვის სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დაკისრებამდე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები