დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტისათვის „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტისათვის „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016008
9
02/03/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
000000000.00.143.016008
დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტისათვის „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 9

20 23 წლის 02 მარტი

ხაშური

   დაბა სურამ ში ,   ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო

გეოგრაფიულ ობიექტის ათვის „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭებ ის შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დაბა სურამში მცხოვრები მოქალაქეების 2021 წლის 15 სექტემბრის ერთობლივი განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულია ინიციატივა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ,,წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად,   ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.    1. დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის გაგრძელებაზე, იწყება X - 379552, Y-4653576 კოორდინატზე და მთავრდება X - 378264, Y - 4653318, ქუჩის სიგრძე შეადგენს 1400 მეტრს, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მოსახლეობა, დასავლეთიდან და სამხრეთიდან - ტყე) მიენიჭოს „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად  გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე: www.khashuri.org.ge-ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან  ერთი თვის განმავლობაში  სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  ნინო ლიპარტელიანი