„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 10/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.10.003.001.099
  • Word
154
09/07/2008
სსმ, 98, 10/07/2008
230.210.000.10.003.001.099
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2391) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე);

9. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის ,,საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე