დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016051 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ბოლნისის მუზეუმი და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი.“; ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის დირექტორი;“; ბ) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ამავდროულად, არის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კურირებს/ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, ასრულებს დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს და ამით ხელს უწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) საშტატო ნუსხის დამტკიცება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები