დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოში დედათა და ბავშთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შესახებ” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ივნისის ბრძანებაში ცვლილბებეის შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 05/02/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.140.000.11.119.006.313 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.11.119.006.313
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №14/ნ
2004 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №203/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 132-ე, 133-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
„ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №203/ნ ბრძანებაში (სს მ III, 2000წ., №112, მუხლი 919) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შემადგენლობიდან (დანართი №1) გამოყვანილ იქნენ:
ზურაბ ჭილაძე – ქ. თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.
თამაზ ჭურაძე – პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მ. ღუდუშაურს, უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კომისიის მუშაობის ანალიზის მომზადება, წელიწადში ერთხელ.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები