„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016633
11
07/03/2023
ვებგვერდი, 09/03/2023
010250050.35.137.016633
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 7 მარტი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ

ბ) დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის  წესი დანართი 1-ის შესაბამისად.“

გ) დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების  ფინანსური ხელშეწყობის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის  წესი

 

მუხლი 1. ფინანსური ხელშეწყობის  წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ადიგენის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე ფინანსური ხელშეწყობის  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვებისა და ახალგაზრდების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური ხელშეწყობის გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური ხელშეწყობა გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებზე.

4. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.”.

 

მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ, სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 2500 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1500 ლარამდე.“.

 

მუხლი 3. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1200 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარიდან 600 ლარამდე“.

 

მუხლი 4. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა ოლიმპიურ სახეობებში

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე ოლიმპიურ სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარიდან 1500 ლარამდე;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარიდან 1000 ლარამდე.

 

მუხლი 5. ფინანსური ხელშეწყობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენის ფინანსური ხელშეწყობის მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სპორტსმენის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში სპორტსმენის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ფინანსური ხელშეწყობის მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.“

 

მუხლი 6. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი დროებითი კომისია.

2. სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების წახალისება ფინანსური ხელშეწყობის გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური ხელშეწყობის წესი“

 

მუხლი 1. ფინანსური ხელშეწყობის  წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური ხელშეწყობის  წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსწავლეებს ფინანსური ხელშეწყობის  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების (გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) წახალისება ფინანსური ხელშეწყობის  გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

მუხლი 2. ინტელექტუალური-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა

1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე- ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ, კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

 

მუხლი 3. ფინანსური ხელშეწყობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სახელოვნებო-ინტელექტუალურ შემსრულებელის წარმატებული მოსწავლეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებზე და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის პირადი ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ფინანსური ხელშეწყობის გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

 

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

2. სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების წახალისება განხორციელდება ფინანსური ხელშეწყობის გზით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ბოლო 5 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან);“.                                                             

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი