ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-29. 29230604
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016006
გ-29. 29230604
01/03/2023
ვებგვერდი, 09/03/2023
000000000.00.126.016006
ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-29.29230604

 

2023 წლის 1 მარტი

ქ. თერჯოლა

 

ქ. თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 

მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი იყო სახელმწიფო მოღვაწე,   რომელსაც აქვს დიდი დამსახურება თერჯოლის   წინაშე და მიზანშეწონილად მიაჩნია  ქ. თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერს მიენიჭოს ლაშა გოგიაშვილის   სახელი.

შესაბამისად, ლაშა გოგიაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით,

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის  239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის 2022 წლის 8 ნოემბრის წერილის 28-282231281 თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 08 თებერვლის სხდომის 35 ოქმის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

 

მუხლი 1 . მიენიჭოს სახელმწიფო მოღვაწის, ლაშა გოგიაშვილის სახელი  ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერს.

 

x

y

332836.14

461944.92

მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრის, რუკის,ცნობარის და სხვა დამზადებას,კორექტირებას და ა.შ).

მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

გიორგი ბარათაშვილი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე