ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2023
სარეგისტრაციო კოდი
17
01/03/2023
ვებგვერდი, 07/03/2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს განკარგულება №17

2023 წლის 1 მარტი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ქუჩას ეწოდოს „ზაურ ჩანჩიბაძის“ ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი  თვის  ვადაში  უზრუნველყოს  ამ  განკარგულების  შესასრულებლად  საჭირო ღონისძიებების  განხორციელება.

3. განკარგულება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                              დავით დარჩია