დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.167.016562 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/07/2022, 010250040.35.167.016539). |
| მუხლი 2 |
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 108-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს 47-ე მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებული იქნას 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს 48-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 48. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულებით სარგებლობის წესი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტით, რაც უახლოეს სხდომაზე ეცნობება ფრაქციასა და საკრებულოს.“. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები