„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016774
2-118
10/03/2023
ვებგვერდი, 10/03/2023
010240030.22.023.016774
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-118

2023 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №2-874 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :


მუხლი 1
მუხლი 1.  „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 30  სექტემბრის №2-874 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/10/2020; სარეგისტრაციო კოდი:  010240030.22.023.016649) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების გარკვეულ ნაწილთან შესაბამისობა არ მიიღწევა, დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია  შეატყობინოს მინისტრს ამ შეუსაბამობის ფაქტებისა და მისი შედეგების შესახებ.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“.

3.  მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

5. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის   შესრულების კონტროლს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის უფროსს  წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ე) სამინისტროს სისტემაში პროცესების, ოპერაციების, პროგრამების მნიშვნელოვანი ცვლილებების საპასუხოდ, ახდენს დამტკიცებული წლიური გეგმის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წლიურ გეგმაში შესატან ცვლილებებს; 

ვ) მონაწილეობს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებაში და უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას. პერიოდულად ახდენს პროგრამის გადახედვას;

ზ) იხილავს და დეპარტამენტის უფროსს  წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის წლიურ ანგარიშს;

თ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებაში;

ი) ახდენს დეპარტამენტის თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების მოძიებას და სწავლების ხელშეწყობას, დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და სხვა კომპეტენციების ერთობლივად ფლობის უზრუნველსაყოფად;

კ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის უფროსს  წარუდგენს შიდააუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტებს, მონაწილეობს მათ დანერგვაში;

ლ) ახორციელებს შიდააუდიტორული საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს;

მ) დეპარტამენტის უფროსს  წარუდგენს  შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ისეთ შეუსაბამობებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ შიდა აუდიტის საქმიანობაზე და მის მასშტაბზე;

ნ) დეპარტამენტის რესურსების შესაბამისობის, საკმარისობის და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, მათი ეფექტიანი განაწილებისთვის, წინადადებებს წარუდგენს  დეპარტამენტის უფროსს;

ო) განიხილავს და დეპარტამენტის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს  აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;

პ) განიხილავს აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურ სამუშაო პროგრამას;

ჟ) ახდენს შიდააუდიტორული შემოწმებების კოორდინაციას, ზედამხედველობას, განიხილავს შიდააუდიტორული შემოწმების ანგარიშებს;

რ) ახორციელებს კოორდინაციასა და ზედამხედველობას შიდა აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი პირების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა მონიტორინგის პროცესზე და განიხილავს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშებს;

ს) ახორციელებს შიდააუდიტორული საქმიანობის ხარისხის პერიოდულ თვითშეფასებას და თვითშეფასების ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

ტ) ახდენს  შიდა აუდიტორების კომპეტენციების შეფასებების და  პროფესიული განვითარების გეგმების განხილვას და განხორციელების ხელშეწყობას;

უ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობაში რისკის მართვის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში;

ფ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია