დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
| მიღების თარიღი | 06/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140000000.65.077.016016 |
|
„პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2022 წლის 3 მაისის №12 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების:
1. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჰქონდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI), ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA), ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სერტიფიცირების საერთაშორისო კონსორციუმის (ISC), SANS (GIAC) Institute-ის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში;“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის მიმართ არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების ბაზის წარმოებას, რომელშიც აღირიცხებიან პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მენეჯერები. ამ მიზნით, ორგანიზაცია წარუდგენს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერობის კანდიდატს (შემდგომ – კანდიდატი) და მის საკონტაქტო ინფორმაციას. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს ამ სტანდარტების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ის აღირიცხება ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერთა სააგენტოს ბაზაში.“. 3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები