„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016660
5
02/03/2023
ვებგვერდი, 06/03/2023
190040000.35.143.016660
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 2 მარტი

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2022, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.143.016638) დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში‘‘ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა

1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებისათვის თვეში 660 (ექვსას სამოცი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 130 (ას ოცდაათი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 130 (ას ოცდაათი) ლარი;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 117​1 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული, თვეში მინიმუმ ერთხელ მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 20 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი