„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016054
54
02/03/2023
ვებგვერდი, 02/03/2023
010210060.74.086.016054
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №54

2023 წლის 2 მარტი

ქ.თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) დანართი 20-ით დამტკიცებულ „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის 141 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„141. მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან 65 წლის ასაკის მიღწევამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში, როგორც წესი, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება, გარდა იმ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა, ხოლო სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში სამზე ნაკლები მოსამართლეა.“.

მუხლი 2
  1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
  2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე განაწილებულ საქმეებზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი