„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016053
53
02/03/2023
ვებგვერდი, 02/03/2023
010210060.74.086.016053
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №53

2023 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის     მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მასალა და შუამდგომლობა (მათ შორის, საჩივარი, კერძო საჩივარი, სააპელაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარი და სხვა) განსახილველად გადაეცემა და დაერთვის მოსამართლისათვის განსახილველად გადაცემულ ნებისმიერ საქმეს (ან წარმოებას),  რომლის განხილვაც შესაბამისი მოსამართლის მიერ არ არის დასრულებული.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი