„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017079
99
02/03/2023
ვებგვერდი, 02/03/2023
010210040.08.002.017079
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2023 წლის 2 მარტი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის N561 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 010210040.08.002.017078) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება – ამ წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა ადმინისტრაციაში, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორობის კანდიდატი ადმინისტრაციაში სტაჟირებაზე მიიღება შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან გასაუბრების საფუძველზე (ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით), ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით.“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით, ადმინისტრაციის უფროსის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების გაგრძელების თაობაზე.“. 

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება ადმინისტრაციასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი