საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/01/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 21/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.305
8/2004
21/01/2004
სსმ, 5, 21/01/2004
010.190.020.13.007.006.305
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.305

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2004

2004 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ა” ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. არჩევნების პერიოდში იმ საარჩევნო ოლქში, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 30-ს, დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის ერთი საშტატო ერთეული, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 60-ს – დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის ორი საშტატო ერთეული, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 90-ს – დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის სამი საშტატო ერთეული. თავმჯდომარის თანაშემწის ანაზღაურება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 2.  ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი