სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 8 23 00000252
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 03/02/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 8 23 00000252
03/02/2023
ვებგვერდი, 07/03/2023
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № REG 8 23 00000252

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 3 აპრილის №02-117/ო ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,ევექსის ჰოსპიტლებზე“ (ს/კ 404476205; მის: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №125) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“– სალიცენზიო მოწმობა N000026

3. დაევალოს სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ (ს/კ 404476205) უფლებამოსილი წარმომადგენლის, სოფიო ანდღულაძის განცხადება №10220 09.01.2023წ. და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ადამიას N MOH 0 23 00112768 01.02.2023წ. წერილი.

 

 სააგენტოს დირექტორი                                                        ლიანა ჭუმბურიძე