დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 6 23 00000476 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 23/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № REG 6 23 00000476 2023 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ V თავის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „ევექსის ჰოსპიტლებზე“ (ს/კ 404476205; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა №206) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000025, ბრძანება №02-113/ო, 03.04.2019წ); 2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ უფლებამოსილი წარმომადგენლის, სოფიო ანდღულაძის განცხადება N82592, 26.01.2023წ.; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ადამიას წერილი NMOH 8 23 00194081, 22.02.2023წ.
სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები