საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.303.1
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5/2004
16/01/2004
სსმ, 4, 20/01/2004
010.190.020.13.007.006.303.1
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2004 - 21/01/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.3031

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5/2004

2004 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქების შექმნა, მათი სახელწოდებების, ნომრების, საზღვრების დადგენა და დაზუსტება განხორციელდეს არა უგვიანეს 2004 წლის 19 იანვრისა. ცესკომ არა უგვიანეს 2004 წლის 24 იანვრისა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება.

მუხლი 2. არა უგვიანეს 2004 წლის 30 იანვრისა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ საარჩევნო უბნების შექმნა, მათი საზღვრებისა და ნომრების დადგენა, ხოლო არა უგვიანეს 2004 წლის 4 თებერვლისა აღნიშნული ინფორმაციის, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. 

მუხლი 3. იმ პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოსათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, განიზასღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 26 იანვრის 18 საათისა.

მუხლი 4. ცესკოს სათანადო სამსახურმა დასკვნა ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 29 იანვრისა.

მუხლი 5. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული უზუსტობების შესახებ წერილობით აცნობოს პარტიის წარმომადგენელს არა უგვიანეს 2004 წლის 30 იანვრის 18 საათისა, ხოლო აღნიშნულმა პარტიამ შესწორებული განცხადება და თანდართული საბუთები ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 2 თებერვლის 18 საათისა.

მუხლი 6. ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნულმა პარტიამ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 4 თებერვლის 18 საათისა.

მუხლი 7. ცესკოს სათანადო სამსახურმა ამ დადგენილების მე-6 მუხლში აღნიშნულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები შეამოწმოს და ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო დასკვნა წარუდგინოს არა უგვაინეს 2004 წლის 5 თებერვლისა.

მუხლი 8. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების მე-3 მუხლში აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის საკითხი გადაწყვიტოს არა უგვიანეს 2004 წლის 7 თებერვლის 18 საათისა.

მუხლი 9. საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები არა უგვიანეს 2004 წლის 13 თებერვლისა უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევას.

მუხლი 10. პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 26 თებერვლის 18 საათისა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული სიის შემოწმება განახორციელოს და შესაბამისი დასკვნა ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 1 მარტის 18 საათისა.

მუხლი 11. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 12. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი