დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 10/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.098 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №153
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ზვიად კუკავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მთავარი მრჩეველი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
გიორგი გოდაბრელიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
გელა ლონდარიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
მურთაზ ზოდელავას – საქართველოს პარლამენტის წევრს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები