დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.113.016494 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2022 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016474) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.“. 2. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 07 01 03) და პარტნიორი ორგანიზაციიდან მოზიდული სახსრები, რომელიც უნდა შეადგენდეს პროგრამის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 50%-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები