„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016493
9
01/03/2023
ვებგვერდი, 06/03/2023
190040000.35.113.016493
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2023 წლის 1 მარტი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური (სასწრაფო-დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია) სამედიცინო მომსახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება,  რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების  გათვალისწინებით,  კერძოდ:“.

2. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბევშვებისათვის ადრეული განვითარების პროგრამაში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18-მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის, სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურება; დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალაქიდან დაშორებული ნებისმიერი სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან, რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ერთხელ გადადგილდება ქალაქიდან, რიგ შემთხვევებში კი ბენეფიციარის ოჯახი საკმაო დაშორებით ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა. კერძოდ, ბავშვების, რომლებიც ჩართული არიან ადრეული განვითარების პროგრამაში, დაფინანსება განხორციელდეს ჩატარებული ვიზიტების (არაუმეტეს - 8) რაოდენობით – თითო ვიზიტი არაუმეტეს 7 ლარისა. ხოლო, იმ ბავშვებისთვის რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში, ტრანსპორტირების ხარჯი განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 ლარისა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 70 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 60240 ლარის ოდენობით;“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია 44 ბენეფიციარი, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით.“.

4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად ან ყოველთვიურად, ინდივიდუალურად (გარდა „დ“ პუნქტისა), ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის მიერ, ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე.“

5. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო აბზაცი – „ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის დასადგენად მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა წარმოადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები. წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია