ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016491
7
01/03/2023
ვებგვერდი, 06/03/2023
010260020.35.113.016491
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 1 მარტი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს   მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილების მე-15 მუხლის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის  წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის  (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესი“ (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი) სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე  ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით  გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრონომიულ, ვეტერინარულ და სასურსათო ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად  და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;

გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი,    რომელსაც   სემესტრის    განმავლობაში   გავლილ   ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

დ) სტიპენდია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  ,,ოზურგეთის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი  04  03 01)  ფარგლებში  გამოყოფილი ასიგნებებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;

ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.


მუხლი 3. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული  ინფორმაციის  საფუძველზე  და ამ  წესით დადგენილი  პირობებისა  და მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4. წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;

გ) არის აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი) და ეუფლება შემდეგ საგანმანათლებლო  საბაკალავრო  პროგრამებს : აგრონომია, სასურსათო, ვეტერინარია;

დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

ე) აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო/საინსტიტუტო შემოქმედებით, ტექნიკურ, სპორტულ აქტივობებში;

ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გაცემული    აკადემიური    მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) საინფორმაციო ბარათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 ლარს (625 დარიცხული).

4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


მუხლი 5. სტიპენდიის გაცემა
1. წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.


მუხლი 6. გადაწყვეტილების მომზადება და მიღება
1. სამსახური სტიპენდიის გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სტიპენდიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.


მუხლი 7. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.