დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018274 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 08/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018226) მეორე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანების პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან; ბ) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან; გ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან; დ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების და არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან; ე) მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების და არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების V და VI კლასებისთვის ამოქმედდეს 2025 წლის 15 სექტემბრიდან; ვ) მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების III და IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების III და IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან; ზ) მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან; თ) მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I და II კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, III და IV კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან და V და VI კლასებისთვის 2026 წლის 15 სექტემბრიდან; ი) მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან; კ) მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2024 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასებისთვის ამოქმედდეს 2024 წლის 15 სექტემბრიდან, V და VI კლასებისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან; ლ) პირველი – მე-10 პუნქტები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების გამოცხადების მიზნებისთვის, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები