„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016492
8
01/03/2023
ვებგვერდი, 06/03/2023
040030000.35.113.016492
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 1 მარტი

ქ. ოზურგეთი

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 36-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/10/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016372) და დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

მუხლი 2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს ამ დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7%-ის ოდენობით.“.     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია