დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160080.22.022.018281 |
|
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სსმ, №126, 01/10/2010; სარეგისტრაციო კოდი: 300160080.22.022.016013) და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს, ასევე შესაძლებელია წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – (My.gov.ge) მეშვეობით. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე). 4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, განცხადებას თან ერთოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ განმცხადებელ ფიზიკურ პირებზე, რომელთა მიერ განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – (My.gov.ge) მეშვეობით.“. ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. 31. საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და მის მიერ მიღებული განათლების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი მონაცემებს ამოწმებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფორმირებამდე, აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძველზე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი იკვლევს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.“; ბ.ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-5 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული განათლების მიღების ფაქტის დადგენას. 2. ცენტრი ახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა დასტურდება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ხოლო ზოგადი განათლების აღიარების შემთხვევაში, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება/მის მიერ ზოგადი განათლების მიღება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების/ზოგადი განათლების მიღების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის/ატესტატის ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.“. დ) მე-6 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.“; დ.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურების“ (დანართი №2): ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საფასურების (დანართი №2) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების ვადაა 5 სამუშაო დღე.“; ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს საფასურის გადახდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ცენტრში.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადმინისტრაციული წარმოება ვერ დასრულდა კანონით დადგენილ ვადაში.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში ვერ დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება.“; ბ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.“; გ) მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. პირი, რომლის მიერ ცენტრში წარდგენილი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურდა ცენტრის გადაწყვეტილებით და ნამდვილობის დადასტურების მიზნით ხელახლა წარმოადგინა შეცვლილი დოკუმენტი ძველი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის გამო, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავისუფლდება საფასურის გადახდისგან.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები