„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016367
09
28/02/2023
ვებგვერდი, 02/03/2023
010260020.35.133.016367
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
                     

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 16/05/2022 . სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016340) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1.1.  დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“.

1.2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ე“ ქვექვეპუნქტი:

,,ბ.ე) უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.

1.3. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.მ“ და ,,დ.ნ“ ქვექვეპუნქტი:

,,დ.მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით დებს ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ;

დ.ნ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ    უფლებამოსილებებს“.

1.4. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.მ“ და ,,ე.ნ“ ქვექვეპუნქტები:

,,ე.მ)  შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმას;

ე.ნ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას“.

1.5. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

,,4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამსახური შეიძლება იყენებდეს მერიის ტიტულიან ბლანკს (სამართლებრივი აქტი, წერილის ბლანკი და ა.შ.) საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით, რომლის ფორმასა და აღწერილობას ამტკიცებს მერი.“.

1.6. დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე“.

1.7 დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერიის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მერის წერილობითი დავალების საფუძველზე, არაუმეტეს ორი თვით“.

1.8. ამოღებული იქნეს დებულების 32-ე მუხლი.

1.9. დებულების 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მერიის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დადგენილი წესით.“.

1.10. ამოღებული იქნეს დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე