ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/01/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 15/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.299
  • Word
2/2004
12/01/2004
სსმ, 3, 15/01/2004
010.190.020.13.007.006.299
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.299

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2004

2004 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 86-ე მუხლის მე-52 პუნქტის საფუძველზე, ასევე, ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 9 დეკემბრის №54/2003 და 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის №63/2003 დადგენილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა სიების (ამომრჩეველთა ერთიანი სია – ფორმა №1-1.01.03), მათ შორის, 2004 წლის 4 იანვარს არჩევნების/კენჭისყრის დღეს ამომრ­ჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შევსებული სიის (ამომრჩეველთა ერთიანი სია – ფორმა №1-1.01.03), ასევე, ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ფორმა №1-1.02.03), ამომრ­ჩეველთა სიის დანართისა (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – ფორმა №1-1.03.03) და მოქალაქეთა საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადის შევსებული ფორმების (ფორმა №5-1.09.01) შეკრული და აკინძული პაკეტების, ამასთან, სოფელში, თემ­სა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლების ამომრჩევლის მოწმობების (ფორმა №5-2.02.01) დალუქული პაკეტების გადმოცემის ახალ ვადად განისაზღვროს, არა უგვიანეს 2004 წლის 16 იანვრის 18 საათისა.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი    დიმიტრი ქიტოშვილი