№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისის წევრთა დანიშვნოს ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისის წევრთა დანიშვნოს ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/01/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 15/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.298
  • Word
3/2004
13/01/2004
სსმ, 3, 15/01/2004
010.190.020.13.007.006.298
№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისის წევრთა დანიშვნოს ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.298

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2004

2004 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №1/2004 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 20 იანვრის 18 საათისა.

მუხლი 2. უფლებამოსილმა სუბიექტებმა, №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ დასანიშნ პირთა შესახებ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული საბუთები.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი    დ. ქიტოშვილი