დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 15/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.297 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.297
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №4/2004
2004 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 და 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს 2004 წლის 3 იანვრის 2000 საათისათვის ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 დადგენილების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივიდა და რეგისტრაცია გაიარა კენჭისყრის დღეს, თანახმად 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებისა.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები