„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023916
83
27/02/2023
ვებგვერდი, 28/02/2023
340170000.10.003.023916
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №83

2023 წლის 27 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2022 წლის 16 დეკემბრის №2434-IXმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №254 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/10/2013, 340170000.10.003.017421) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების მიზნით, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს − სოფლის განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი