თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016485
5
27/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
010250050.35.154.016485
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 27 თებერვალი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 46-ე მუხლებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    
 აკრძალულია      თიანეთის     მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    საარჩევნო    სუბიექტის სააგიტაციო    მასალის    (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი)   გაკვრა:
1. საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
2. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. 

მუხლი 2.   
  
საარჩევნო  პლაკატები  შეიძლება  განთავსდეს  შემდეგ ადგილებზე: 
ა) დაბა თიანეთისა და ზემოთიანეთის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია; 
ბ) დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი;
გ) თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი. 
დ) სოფელ  ჟებოტაში  ცენტრალურ  გზაზე  არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე 

ტერიტორია.

მუხლი 3.   
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს დაბა თიანეთის ტერიტორიაზე და ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.

მუხლი 4.   
ამ დადგენილების მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო  პლაკატი  ზომით   არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).

მუხლი 5.   
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.

მუხლი 6.   
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.

მუხლი 7.   
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მუხლი 8.   
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი