ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17230556
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016010
გ-17. 17230556
24/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.139.016010
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17. 17230556

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯობი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის N01/349 წერილის შესაბამისად

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი რველის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებული ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოთ სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი –  ანა კალანდაძის სახელობის ქუჩა (დანართი N1);

ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუჩა (დანართი N2);

გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი, მე-3 ქუჩის ჩიხი – გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩა (დანართი N3);

დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის შესახვევი, მე-4 ქუჩის ჩიხი – ნოდარ დუმბაძის სახელობის ქუჩა (დანართი N4;

ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის შესახვევი, მე-5 ქუჩის ჩიხი – გრიგოლ ორბელიანის სახელობის ქუჩა (დანართი N5).

2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს  სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო-
საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი