ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17230554
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016009
გ-17. 17230554
24/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.139.016009
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-17. 17230554

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის N01/349 წერილის შესაბამისად

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი კორტანეთის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებული ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი – ვახტანგ გორგასალის სახელობის ქუჩა, ვახტანგ გორგასალის ქუჩის შესახვევი, ვახტანგ გორგასალის ქუჩის ჩიხი (დანართი №1);

ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის ჩიხი - 300 არაგველის სახელობის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩის ჩიხი (დანართი №2);

გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი, მე-3 ქუჩის ჩიხი – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის შესახვევი, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №3);

დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის ჩიხი – გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის ჩიხი (დანართი №4);

2. 2განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

3.განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი