ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17230555
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016008
გ-17. 17230555
24/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
000000000.00.139.016008
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-17. 17230555

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის №01/349 წერილის შესაბამისად

 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ზანავის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებული ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის ჩიხი ცოტნე დადიანის სახელობის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩის ჩიხი (დანართი №1);

ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის შესახვევი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №2);

გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი, მე-3 ქუჩის ჩიხი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევი, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ჩიხი (დანართი №3);

დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის ჩიხი – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №4;

ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის შესახვევი – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის შესახვევი (დანართი №5).

2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

6.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი